0 5 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"გულდასაწყვეტია უყურებდე, როგორ იწვის ღმერთის სახლი"

ანგელა მერკელი, გერმანიის კანცლერი

 "რა მტკივნეულია ცეცხლმოკიდებული ტაძრის საშინელი სურათის ნახვა. ნოტრ დამი საფრანგეთისა და ჩვენი ევროპული კულტურის სიმბოლოა. ფიქრებით ჩვენს მეგობარ ფრანგებთან ვართ". 

დონალდ ტუსკი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი

 "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი მთელი ევროპის ღვთისმშობელია. დღეს ყველა პარიზის გვერდით ვართ"

 დონალდ ტრამპი, აშშ-ს პრეზიდენტი

 "საშინელებაა პარიზში ნოტრ დამის საკათედრო ტაძარში მასიური ცეცხლის ყურება. იქნებ, მფრინავი წყლის ავზები იქნას გამოყენებული მის ჩასაქრობად. საჭიროა სწრაფად მოქმედება".

 

მაიკ პენსი, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი

 "ნოტრ დამი მთელ მსოფლიოში რწმენის სიმბოლოა და გულდასაწყვეტია, უყურებდე, როგორ იწვის ღმერთის სახლი. ჩვენი ფიქრი და ლოცვა მეხანძრეებთანაა, რომლებიც ებრძვიან ცეცხლს და ასევე ფრანგ ხალხთან".


 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები