1 6 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

დღეს თანაინვესტირების ფონდმა გაავრცელა განცხადება და ყალბი ფაქტებით სცადა რუსთავი 2 ის საინფორმაციო სამსახურის დისკრედიტაცია.

დღეს თანაინვესტირების ფონდმა გაავრცელა განცხადება და ყალბი ფაქტებით სცადა რუსთავი 2 ის საინფორმაციო სამსახურის დისკრედიტაცია. Tsotne Ebralidze თქვენმა პრესმდივანმა მითხრა, რომ არ სცალია სასაუბროდ, ამიტომ საჯაროდ დავწერ.

ტყუილი 1 ციტატა განცხადებიდან
""რუსთავი 2-ის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად შრომის ინსპექციის წარმომადგენლებმა ობიექტზე შესვლა მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტების დახმარებით შეძლეს, რაც ტყუილია." - ის რომ შრომის ინსპექციის თანამშრომლების დაშვება არ ხდებოდა ადგილზე დგინდება შესაბამისი ვიდეოჩანაწერით, რომელიც გადაიცა 16 აპრილს კურიერში 9 საათზე.

ტყუილი 2 - ციტატა განცხადებიდან - "სიუჟეტში ნახსენებია, რომ სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს კომპანია "ჯითიდიეფ სოლუშენს", რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს. უკანა ფასადის ლესვით სამუშაოებს, სადაც მოხდა ინციდენტი, ახორციელებდა "შპს ენერჯი პლიუსი", შპს "თბილისი სითი"-ს დაკვეთით." - ის რომ სამუშაოებს ახორეციელებს ჯითიდიეს სოლუშენი დგინდება სამშენებლო ობიექტზე გამოკრული აბრიდან. შესაბამისი ფოტო მტკიცებულება განთავსებულია რუსთავი 2 ის ვებ გვერდზე, სამშენებლო ობიექტზე არსად არ არის მითითებული "შპს ენერჯი პლიუსი", მომხდარი ინციდენტის შემდეგ არ გაკეთებულა განმარტება და შესაბამისად მედიას ვერ ეცოდინებოდა კონტრაქტორის შესახებ.

ტყუილი 3 - ციტატა განცხადებიდან "რუსთავი 2"-ის წარმომადგენლები არ დაკავშირებიან საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს, არ გამოუთხოვიათ ინფორმაცია, რაც ამყარებს ეჭვს რომ "რუსთავი 2"-ის ინტერესი არა საზოგადოების ინფორმირება, არამედ მისი შეგნებულად შეცდომაში შეყვანაა - ესეც დიდი ტყუილი. რუსთავი 2 ის ჟურნალისტი Anna Tsereteli ჯითიდიეს სოლუშენის და ტურისზმის განვიათარების ფონდის სარეგისტრაციო მისამართზე იმყოფებოდა, 17 აპრილს დილით, 12 საათზე ვიდეომასალა გავიდა კურიერის ეთერში და განმეორეობით გადაიცა 3, 6, 9 საათზე, თუმცა ამის მიუხედავად არანაირი განმარტება არ გაკეთებულა. ამ ვიდეოჩანაწერითი დგინდება, რუსთავი 2 ის სურვილი მოეძებნა კომპანიის დამფუძნებლები და ჩაეწერა მათთან ინტერვიუ.

დასკვნა, თანაინვესტირების ფონდის მიერ მიერ დღეს გავრცელებული განცხადება არის სრული დეზინფორმაცია. სამწუხაროა, რომ სამი ადამიანის სიმაღლიდან ჩამოვარდნის ფაქტს კომპანია მხოლოდ მას შემდეგ გამოეხმაურა, რაც რეპორტაჟი კურიერში მომზადდა და ორი დღის განმვალობაში მათ ობიექტზე მომხადარ შემთხვევაზე ხმაც კი არ ამოუღიათ.


წერს რუსთავის 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე სოციალური ქსელში

კომენტარები

მსგავსი სიახლეები