0 4 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

დაგროვებითი პენსია ჰგავს გადასახადს, თუმცა ასე არაა და "ამაშია მთელი მარილი" - მაჭვარიანი

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, დაგროვებითი პენსია ჰგავს გადასახადს, თუმცა ფუნდამენტურად ასე არაა და "ამაშია მთელი მარილი".

"დაგროვებითი პენსია ნიშნავს, რომ დავაზღვიოთ სამომავლოდ გადასახადების ზრდა, რომ მომავალ მთავრობებს, თქვენნაირი პოპულისტების ზეწოლის ქვეშ რომ იქნებიან, ხელი არ გაექცეთ და გადასახადები არ გაზარდონ. დაგროვებითი საპენსიო სისტემაზე გადასვლა ნიშნავს მომავალში გადასახადების ზრდის პრევენციას. ის გავს გადასახადს მოგროვების თვალსაზრისით, რადგან სავალდებულოა და მიბმულია ხელფასზე. ის არ არის ფუნდამენტურად გადასახადი და ამაშია მთელი მარილი. ის არ მიემართება იმ მიზნებისთვის, რასაც კლასიკური გადასახადი წარმოადგენს", — განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ამის შემდეგ გიგა ბოკერიამ მინისტრს კვლავ სთხოვა დაეზუსტებინა- "უზრდის თუ არა ხარჯს ეს საპენსიო რეფორმა ადამიანებს". ბოკერიას თქმით, მან პასუხი ვერ მიიღო და მინისტრი დროს წელავდა.

ფინანსთა მინისტრმა კი თქვა, რომ ეს პოლიტიკა საბოლოოდ გაზრდის სამუშაო ადგილებს პირველივე წლიდან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები