1 8 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სანდრა რულოვსზე განხორციელებული თავდასხმის ერთ-ერთი მონაწილე, გელა კვარაცხელია დაკავებულია

ზუგდიდში სანდრა რულოვსსა და მის შტაბის წევრებზე განხორციელებული თავდასხმის მონაწილე გელა კვარაცხელია დააკავეს.
ის ზუგდიდის პოლიციაში რამდენიმე წუთის წინ მიიყვანეს. კვარაცხელია „ქართულ ოცნებასთან“ კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ მერობის კანდიდატს ზვიად გამსახურდიას გამო დაესხა თავს.
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატს, სანდრა რულოვსს, "ქართული ოცნების" პროვოკატორები თავს დღეს დაესხნენ.
მათ მერობის კანდიდატს სიტყვიერი შეურაცხყოფა მაშინ მიაყენეს, როდესაც ის ტვ "ოდიშს" ინტერვიუს აძლევდა. 
"ქართული ოცნების" მხარდამჭერები აგრესიულები იყვნენ, იგინებოდნენ და ისინი ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა მამაკაცმა კამერის წართმევაც სცადა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები