0 8 : 4 2
 | 

პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი -60 000 ბავშვი ფაქტობრივად საკვების გარეშე დატოვეს, ბილისის საჯარო ბაღებში დღეს საერთოდ ვერ შეიტანეს ხორცი

სრული კატასტროფაა თბილისის ბაღებში, 60 000 ბავშვი ფაქტობრივად საკვების გარეშე დატოვეს, ბილისის საჯარო ბაღებში დღეს საერთოდ ვერ შეიტანეს ხორცი - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, კომპანიას, რომელიც ამარაგებს თბილისის საჯარო ბაღებს პერიოდულად აქვს პრობლემები, როგორც პროდუქციის მიწოდებასთან, ასევე პროდუქტის ხარისხთან დაკავშირებით. ამასთან, როგორც ხაბეიშვილმა განაცხადა, ბოლო რამდენიმე კვირაა, საბავშვო ბაღებში რძისა და რძის პროდუქტების მომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემაც არის. მისივე თქმით, გათვლილია კალორაჟი თუ როგორ უნდა იკვებებოდნენ ბავშვები, რაც არ სრულდება. ხაბეიშვილის თქმით, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რაზეც პასუხისმგებელი არის მერია და ბაღების მართვის სააგენტო.

"ახლა რაც ბაღებში ხდება არის უწესრიგობის და უკანონობის პიკი, რადგან 60 000 ბავშვს კვებავენ არაჯანსაღად, არა კალორაჟით, არამედ, იმით, რასაც მოახერხებს კომპანია, რომ მიიტანოს. რამდენიმე კვირაა, რძის პროდუქტის პრობლემა აქვთ სერიოზული, ამას ხორცის პრობლემაც დაემატა. გათვლილია კალორაჟი თუ როგორ უნდა იკვებებოდეს ბავშვები და ეს არ ხდება, ეს არის კრიმინალი, სისხლის სამართლის დანაშაული, რაზეც პასუხისმგებელი არის მერია და ბაღების მართვის სააგენტო. როცა იცი, რომ კომპანიას პრობლემა აქვს და ახლა ამბობ, რომ უნდა გაუწყვიტო ხელშეკრულება, არადა, ჩვენ დეკემბერში ვაფრთხილებდით. ამიტომ მთავარი პასუხისმგებელია დედაქალაქის მერი, მისი მოადგილე ილია ელოშვილი(რომელიც ბაღებს კურირებს) და ბაღების მართვის სააგენტო, რომელიც პირდაპირ არის ამ დანაშაულში გარეული, რადგან ხელს აფარებს კვების მიმართულებას. ხან ხაჭო არ ვარგოდა, ხან - ყველი და ა.შ. საუბარია 39 მილიონი ლარის ხელშეკრულებაზე, რომელიც გაუფორმეს ერთ-ერთ კომპანიას და მხოლოდ გუშინ აღიარა თბილისის მერმა და მისმა მოადგილემ, რომ შეიძლება სამუშაოს არაკეთილსინდისიერად შესრულებისთვის ხელშეკრულება გაუწყვიტონ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, პერიოდულად ხარისხის პრობლემა სულ იყო, მაგრამ ახლა ხორცი საერთოდ ვეღარ შეაქვთ, ვეღარ ყიდულობენ.

„იყო შემთხვევები, რომ ბაღების ნაწილში შეჰქონდათ, ნაწილში - ვერა. საჯარო ბაღებში დღეს საერთოდ ვერ შეიტანეს ხორცი. ამიტომ ყველა ბაღის კარი დახურულია ჟურნალისტებისთვის და ყველა იმ ადამიანებისთვის, რომელსაც აინტერესებს ეს პრობლემა“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი“ ინფორმაციის გადამოწმებას თბილისის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში შეეცადა. ჟურნალისტის კითხვაზე, დღეს საბავშვო ბაღში შევიდა თუ არა ხორცი, დირექტორის პასუხი იყო, რომ ის ვალდებული არ არის შეკითხვას პასუხი გასცეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები