0 5 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ვისურვებდი, ყველა მინისტრი იყოს ჩემზე მაღლა რეიტინგის თვალსაზრისით" - კალაძე NDI-ის კვლევას აფასებს

დედაქალაქის მერი დარწმუნებულია, რომ მისი თანაგუნდელები, რომლებსაც NDI-სკვლევის მიხედვით დაბალი რეიტინი აქვთ მისი მაღალი რეიტინგით იამაყებენ.

NDI-ის კვლევის თანახმად გამოკითხულთა 40% კახა კალაძეს დადებითად აფასებს.

დედაქალაქის მერი და მმართველი პარტიის გენერალური მდივანი ამბობს, რომ ის მოსახლეობის კეთილგანწყობას ყოველდღიურად გრძნობს და ისურვებდა, მის თანაგუნდელებს მასზე მაღალი რეიტინგი ჰქონდეთ.

„ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე ყოველდღიურ რეჟიმში მაქვს შეხვედრა მოსახლეობასთან. ზუსტად ის დამოკიდებულება, რასაც  მე ვგრძნობ ყოველდღიურ რეჟიმში დედაქალაქის მოსახლეობისგან ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ვისურვებდი,რომ ყველა მინისტრი იყოს ჩემზე მაღლა რეიტინგის თვალსაზრისით,გაკეთებული საქმეებით. ეს ჩემთვის, ჩემი გუნდისთვის იქნება დადებითი და პირველ რიგში ქვეყნისთვის,“-აცხადებს კახა კალაძე.

NDI-ის გამოკითხვის მიხედვით პირველ სამ ადგილს დავით სერგეენკო, კახა კალაძე და მიხეილ სააკაშვილი ინაწილებენ.

სერგეენკოსა და კალაძეს 40% აქვს, სააკაშვილს კი 31%.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები