0 8 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი - მივესალმები საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის, წლების განმავლობაში შეჩერებული, დელიმიტაციის პროცესის განახლებას

საქართველოს პრეზიდენტი  საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების განახლებას მიესალმება.

"მივესალმები საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის, წლების განმავლობაში შეჩერებული, დელიმიტაციის პროცესის განახლებას, რაზეც აზერბაიჯანში ვიზიტისას პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე შევთანხმდით.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მრავალწლიანი კეთილმეზობლური ურთიერთობებიდან გამომდინარე, მხარეები იხელმძღვანელებენ სტრატეგიული პარტნიორობით და ეს პროცესი სწრაფად მოგვცემს შედეგს,"- ნათქვამია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები