2 2 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"აღდგა სამართლიანობა"- მელია სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დარუნებაზე

ენმ"-ს ერთ ერთი ლიდერი ნიკა მელია, მიხეილ სააკაშვილსთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას ეხმაურება. როგორც მელია ამბობს, უკრაინის ახალი პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებით სამართლიანობა აღდგა: 

„ყველგან, ყოველთვის, ყველა სახელმწიფოში, ყველა პერიოდში აღმდგარა სამართლიანობა. გახსოვთ, როგორ ჩამოერთვა სააკაშვილს მოქალაქეობა - ფიზიკური ძალადობით გააძევეს უკრაინიდან და დღეს დავინახეთ ის, რომ უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა მას დაუბრუნა მოქალაქეობა.

არავის ჰქონდეს იმედი, ვგულისხმობ ივანიშვილს, რომ იგი გაიზიარებს განსხვავებულ ბედს, ვიდრე გაიზიარა პოროშენკომ. ოთხჯერ უფრო მდიდარი პოროშენკო დაამარცხა ხალხმა უკრაინაში და ჯერ კიდევ შარშან, პოროშენკოს ეს ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ წარმოედგინა. ფაქტი არის სახეზე, იგივე მოხდება საქართველოშიც“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები