2 3 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

უკრაინის კონსულმა სააკაშვილს ახალი პირადობის მოწმობა გადასცა

თბილისის დროით, 16:30 საათზე ვარშავა-კიევის რეისით მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ბრუნდება. საქართველოს მესამე პრეზიდენტს ბორისპოლის აეროპორტში მხარდამჭერები და თანამოაზრეები ელოდებიან. 

ის პოლონეთში უკრაინის საელჩოში იმყოფებოდა, სადაც მიხეილ სააკაშვილს უკრაინის კონსულმა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა გადასცა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინის საზღვარს ოდესის ყოფილი გუბერნატორი უპრობლემოდ გადაკვეთს.

გარდა ამისა, სასაზღვრო პოლიციამ ჯერ კიდევ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს და მას საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდა.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები