1 5 : 1 9
 | 

პოლიტიკა

ეკლესიის ცნობა დახასიათებით - ლევან ჯიბღაშვილმა სასამართლოს დახასიათებები წარუდგინა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობისა და ბიზნესმენის, ლევან ჯიბღაშვილის საქმის განხილვა გრძელდება. ბრალდების მხარის თქმით, სასამართლოზე მტკიცებულებად მოწმეთა ჩვენებები, ოქმები და ექსპერტიზის დასკვნები წარადგინეს.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატმა სასამართლოზე ლევან ჯიბღაშვილის პიროვნული მახასიათებლების შესახებ რეკომენდაცია და სხვა დოკუმენტაცია წარადგინა. მათ შორის არის სამების საკათედრო ტაძრის მამათა მონასტრის ცნობაც.

ლევან ჯიბღაშვილი ბრალს აღიარებს. საქმის არსებითი განხილვა 17 ივნისს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

"ლევან ჯიბღაშვილი მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას აღიარებს, გამოძიებასთან თანამშრომლობს, შესაბამისად, მტკიცებულებები უდავოდ მივიჩნიეთ. ჩვენს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ძირითადად, ლევან ჯიბღაშვილის პიროვნული მახასიათებლები იყო, მათ შორის, რეკომენდაციები. რაც შეეხება მამათა მონასტრიდან ცნობას, ეს არის სარეკომენდაციო ხასიათის დახასიათება. აღნიშნული ეკლესიის მშენებლობაში ლევან ჯიბღაშვილს წვლილი აქვს შეტანილი", - განაცხადა ჯიბღაშვილის ადვოკატი, ანა კოტეტიშვილმა.

ლევან ჯიბღაშვილს დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის აქვს ბრალი წარდგენილი. მას აღკვეთის ღონისძიებად 10-ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები