2 0 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ილია მეორე - დალოცვილი იყოს და ღმერთმა შეუწიროს ის ღვაწლი, რასაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს ქვეყნისთვის

ჩამოტვირთვა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ახალ ტაძარში ქადაგებისას მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს.

„მინდა, მადლობა მოვახსენო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. დალოცვილი იყოს და ღმერთმა შეუწიროს ის ღვაწლი, რომელსაც აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის“,- განაცხადა პატრიარქმა.

წმინდა ნინოს სახელობის ახლად აგებულ ტაძარში საზეიმო ლიტურგიას ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურ მდივანთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად დაესწრო.

ახალ ტაძარში პირველი წირვა მღვდელმთავრებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ, ილია მეორე მრევლს ქადაგებით მიმართა. მანამდე კი მეუფეებმა ტაძრის კურთხევის რიტუალი შეასრულეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები