0 0 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკურ მოძრაობა "გამარჯვებულ საქართველოს" აფუძნებს

ირაკლი ოქრუაშვილი თანამოაზრეებთან ერთად ახალ პოლიტიკურ მოძრაობას აფუძნებს. პარტიის ოფიციალური პრეზენტაცია ხვალისთვისაა დაგეგმილი. როგორც ოქრუაშვილი ამბობს, მას ახალ სახეებთან ერთად ბევრი ძველი და საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი პოლიტიკოსიც შეუერთდება. პრეზენტაციამდე დეტალურ გეგმებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ მოძრაობის მიზანი,ხელისუფლების შეცვლა იქნება.

"ჩვენ ვართ საორგანიზაცო ჯგუფი, რომელსაც აქვს სურვილი შექმნას გაბრაზებული ხალხის დიდი მოძრაობა, გაბრაზებულის იმ ვაკხანალიაზე, რომელიც დღეს ქვეყანაში ხდება. შევეცდები ვითამაშო გარკვეული როლი, გამომდინარე იქიდან, რა გამოცდილებაც შევიძინე პოლიტიკურ პროცესში ჩემი ყოფნის შედეგად.

"მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე ვარ ერთი რიგითი ადამიანი და ჩემი თავი ვაიძულე, დაახლოებით ასე ხელის ქეჩოში მოკიდებით და ამოყვანით ამ პროცესში შესვლისთვის, რადგან სურვილი აღარ მქონდა პოლიტიკაში დაბრუნების. მე, ისევე როგორც დაახლოებით მილიონამდე ადამიანი, რომლებმაც ხელისუფლების საწინააღმდეგოდ ბოლო არჩევნებში ხმა მისცა, იძულებული ვარ ეს ნაბიჯი გადავდგა იმისთვის, რომ ქვეყანაში უკეთესობისკენ წავიდეს ყველაფერი. დაგვიჯერებენ თუ არა, ყველას ერთად და არა მარტო მე - ეს უკვე ხალხის ნება-სურვილზეა. სიტყვა მესამე ძალა, გვაქვს თუ არა ჩვენ ამის ამბიცია, ბევრი კითხულობს ამას, ხალხი გადაწყვეტს. ძალიან ბევრი არანაკლები სიმძიმის კატაკლიზმები გადაუტანია ამ ქვეყანას და  ივანიშვილი არ არის გამონაკლისი. იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსაო, ნათქვამია,"-ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები