1 9 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ზვიად კუპრავა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე დაკავებულ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელს ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ელენე გოგუაძემ გამოაცხადა.

სასამართლომ კუპრავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოს, ან პარლამენტის წევრთა თავდებობის სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

კუპრავას თავდებში უდგებოდნენ პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძენიკა მელიაკობა ნაყოფია და მამუკა ჩიქოვანი. კუპრავას ასევე თავდებში უდგებოდნენ, ზაალ უდუმაშვილი და კობა ხაბაზი.

კუპრავას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას მომდევნო სხდომაზე გამოაცხადებს.

განაჩენი დღევანდელ სასამართლო სხდომაზე უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა, პროკურორ ქეთევან გურაშვილის გამოუცხადებლობის გამო, გადაიდო.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები