0 5 : 3 9
 | 

პოლიტიკა

სერგეენკო პრემიერის კონსულტანტი იქნება

გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი, დავით სერგეენკო საქმიანობას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გააგრძელებს.

ახალი პოზიცია ჯერ დაზუსტებული არაა, წინასწარი ცნობით, სერგეენკო პრემიერის კონსულტანტი იქნება. 

მან პარტია "ქართული ოცნების"  თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისგან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სიაში ჩასმის დაპირებაც მიიღო. 

დავთ სერგეენკო ადასტურებს, რომ დღეს პრემიერი ახალ ჯანდაცვის მინისტრს წარადგენს. სერგეენკოს განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციაში შემცვლელის წარდგენას თავადაც დაესწრება.

დავით სერგეენკოს ეკა ტიკარაძე შეცვლის. მას პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად დღეს წარადგენს.  ტიკარაძე საჩხერის კლინიკის დირექტორია, განათლება კი დასავლეთში აქვს მიღებული და 2015 წლამდე ევროპაში მოღვაწეობდა.

შეგახსენებთ, თავის დროზე საჩხერის კლინიკის დირექტორი იყო დავით სერგეენკოც, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის პოსტს 2012 წლიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე იკავებდა.

წყარო:bm.ge.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები