1 2 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ეკატერინე ტიკარაძე დაიკავებს

ჩამოტვირთვა

დავით სერგეენკო დაინიშნება ჩემს მრჩევლად, ჯანდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს ეკა ტიკარაძე - ეს განცხადება საქართველოს პრემიერმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

მამუკა ბახტაძემ მმართველ გუნდში ცვლილებების აუცილებლობაზე და მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ასევე ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელიც დავით სერგეენკომ ჯანდაცვის სისტემაში განახორციელა და ყოფილ მინისტრს მადლობა გადაუხადა.

„მთავრობის ნებისმიერი ინიციატივა და რეფორმა მორგებულია ჩვენს მოქალაქეზე. ყველას გახსოვთ რა სისტემა ჩავიბარეთ ჩვენ და რა სისტემა გვაქვს დრეს. ბუნებრივია ეს რეფორმა უკავშირდება ჩვენს პოლიტიკურ გუნდს და დათო სერგეენკოს. ადამიანს რომელმაც შეძლო ძალიან რთული რეფორმების გატარება. განსაკუთრებით მინდა გამოვყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც სულ სხვა სტანდარტი დაამყარა. ეს იყო უმნიშვნელოვანესი რეფორმა,რომელმაც გზა გაუხსნა სხვა რეფორმების გატარებას. მინდა გამოვყო ც ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. დათო სერგეენკოს აქვს უზარმაზარი წვლილი ამ წარმატებებში,“- განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემაში საჭიროა ახალი რეფორმები, რომლის გატარებაც იგეგმება.  

ტიკარაძე საჩხერის კლინიკის დირექტორია, განათლება კი დასავლეთში აქვს მიღებული და 2015 წლამდე ევროპაში მოღვაწეობდა.

შეგახსენებთ, თავის დროზე საჩხერის კლინიკის დირექტორი იყო დავით სერგეენკოც, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის პოსტს 2012 წლიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე იკავებდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები