0 8 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დენტისტი"

„ეს არის მართვის ხარვეზის აღმოფხვრა, როდესაც დაინიშნა მისი ოჯახის დენტისტი ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრად?“ - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნიკა მელიამ „არჩევანის“ ეთერში გააკეთა.

ნიკა მელიას თქმით, ჯანდაცვის ახალი მინისტრი, ეკა ტიკარაძე ყოველთვის შეზღუდული იქნება გადაწყვეტილებების მიღების დროს. ოპოზიციის წევრმა ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას განაცხადა, რომ არჩვენების მეორე ტურის დროს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ერთი წელი ითხოვა დრო, რომ მართვის სტილში არსებული პრობლემები აღმოეფხვრა.

„წარმოუდგენელი არაკომპეტენცია სუფევს მთავრობაში. ესენი არიან მართლაც მარიონეტები, აბამენ ძაფებით და ასე დადიან, ვინ არის სიტყვის შემბრუნებელი ბიძინა ივანიშვილისთვის, ბატონი ბახტაძე, რომელმაც ჯანდაცვის ახალი მინისტრის დანიშვნის ბრძანებას ისე მოაწერა ხელი, საერთოდ არ იცნობდა. ჩამოხსნან ჯანდაცვის სამინისტროს აბრა და ბარემ მიაკრან იმ საავადმყოფოს და ის იყოს ის სამინისტრო,“ - განაცხადა მელიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები