0 8 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ლევან ვასაძე: მე და ბოკერია ორკაციან კამერაში ჩაგვსვით და ნუ შემოიხედავთ ცოტა ხანს

ლევან ვასაძის განმარტებით, მას არასოდეს შეშინებია დაპატიმრების და იმ შემთხვევაში თუ დააკავებენ, მისი ერთადერთი სურვილია, რომ ორკაციან კამერაში ჩასვან გიგა ბოკერიასთან ერთად.

"არასოდეს არ შემშინებია მე ჩემი სამშობლოსთვის არანაირი დაპატიმრების, არაფრის, მაგრამ თუ დამაპატიმრებთ, ერთი პატივი დამდეთ, რა. იმედია, იმას მაინც მიხვდებით, რომ მე თუ დასაპატიმრებელი ვარ, მაშინ გიგა ბოკერია, მაგალითად, არის დასაპატიმრებელი, ვინც არის იდეოლოგი ამ არეულობის მცდელობისა.

ერთადერთი თხოვნა მექნება, რა, ორკაციან კამერაში ჩაგვსვით და ნუ შემოიხედავთ ცოტა ხანი. მერე მართლა გექნებათ უკვე ჩემი დაკავების ლეგალური მიზეზები. ამას ვამბობ ყოველგვარი იუმორის გარეშე, საერთოდ, მე პირად შეურაცხყოფებებზე არ გადავდივარ, მაგრამ აქ საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას კავკასიის რეგიონში,"- განაცხადა ვასაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები