0 7 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„ერთი პაციენტს ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია. არ არის იდენტიფიცირებული და ვერ დგინდება მისი ვინაობა"

20 ივნისის ღამით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაშავებული 28 პაციენტი მოხვდა ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, ამ დრომდე კლინიკაში რჩება 6 პაციენტი, 22 წუხელვე გაეწერა.

„ამ 6 პაციენტიდან ერთი არის მძიმე, მას ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია. მას თავის არეში ჰქონდა რეზინის ტყვია მოხვედრილი. ეს პაციენტი არ არის იდენტიფიცირებული და ვერ დგინდება მისი ვინაობა.ის არის საშუალო ასაკის მამაკაცი. იგი ოპერაციის შემდგომ მართვით სუნთქვაზე იმყოფება,“- ეუბნება რადიო თავისუფლებას ალადაშვილის სახელობის კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო შარაშენიძე.

მისივე ინფორმაციით კლინიკაში ამჟამად მყოფი 5 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ყველა მათგანს აქვს ტვინის შერყევა.3 მათგანი ნევროლოგიურ განყოფილებაში წევს.2 კი ქურურგიულ განყოფილებაში.

ალადაშვილის სახელობის კლინიკაში მოხვედრილ ყველა პაციენტს რეზინის ტყვიებით მიყენებული სხვადასხვა სიმძიმის ტრავმა აღენიშნებოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები