1 3 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მეუფე პეტრე - თუ დღეს ისევ გამეორდება ასეთი უმოწყალო დაპირისპირება, ჩვენ ჩავდგებით შუაში, რომ როგორც ქრისტიანებმა გავწიროთ თავი ამ ახალგაზრდების გადასარჩენად

ჭყონდიდის მეტროპოლიტი მეუფე პეტრე, მარტვილის მონასტრიდან განცხადებას აკეთებს:

საქართველოს ხელისუფლებამ, მისმა სპეც დანიშნულების სამსახურებმა ფაქტიურად შეასრულეს დავალება საქართველოს ერის, ქართული სულის წინააღმდეგ, მაშინ როდესაც ხელი აღმართეს და სისხლი დაღვარეს ყველაზე ჯანსაღი ერის, მართალი, ღირსეული ახალგაზრდების მიმართულებით, როლებიც არ იყვნენ პოლიტიზირებულები. 

ძალიან ვწუხვარ, რომ წუხელ ქაშვეთის ტაძარი იყო დაკეტილი, მე მივიღე გადაწყვეტილება  ჩემს სამღვდელო დასთან ერთად ჩავიდე თბილისში. 

ვემიჯნებით პოლიტიკურ დამოკიდებულებებს, მომწოდებებს, მაგრამ ვიქნებით ქაშვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმისათვის რომ თუ დღეს ისევ გამეორდება ასეთი უმოწყალო დაპირისპირება ჩვენ ცოცხალი კედელით ჩავდგებით შუაში, რომ როგორც ქრისტიანებმა გავწიროთ თავი ამ ახალგაზრდების გადასარჩენად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები