2 0 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პუტინმა რუსეთის მთავრობას დაავალა, საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში დააბრუნონ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მთავრობას დაავალა, საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში დააბრუნონ.
ამის შესახებ ნათქვამია პუტინის მიერ გამოცემულ ბრძანებაში  „რუსეთისა და მისი მოქალაქეების ნაციონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ცალკეული ზომების შესახებ“.
ბრძანების მიხედვით, ვლადიმერ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ფრენების განხორციელება დროებით აუკრძალა. ინფორმაცია ამის შესახებ კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.
ამასთან, მან დაავალა ტუროპერატორებს, აკრძალვის პერიოდში არ გასცენ საგზურები რუსეთიდან საქართველოში.
პუტინი ასევე ავალებს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინირებული ქმედებები უზრუნველყოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები