1 9 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გიორგი კაპანაძე გიორგი გახარიას: ქართული არ გესმის, ამიტომ, იმ ენაზე გეტყვი, რომელსაც უკეთ გაიგებ: იდი ნა ხუი ჯალათო

ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელი გიორგი კაპანაძე გიორგი გახარიას:

1. გიორგი გახარია, შენ ხარ სისხლის სამართლის დამნაშავე და ჩვენი დროის როდიონოვი.

2. შენ, ივანიშვილის ბრძანებით თვალები დათხარე ადამიანებს, მათ შორის 18 წლის გოგოს.

3. შენ აიძულე სპეცრაზმის ნაწილი დამიზნებით, თავში ესროლათ ანტისაოკუპაციო მიტინგის მონაწილეებისთვის.

4. შენ დაარღვიე კანონი მანიფესტაციების შესახებ და დარბევამდე არ გააფრთხილე ხალხი.
5. შენ გამოიყენე არაპროპორციული ძალა.

6. შენ მოძალადედ აქციე სამართალდამცავი სტრუქტურა და პოლიციელების ნაწილი ახალგაზრდებზე ანადირე.

7. შენ გვესროლე მეტალის შემცველი ტყვიები, რომლებიც დიდი მასის მქონე ცხოველების შესაჩერებლად გამოიყენება.

8. შენ გადააჭარბე უფლებამოსილებას.

9. შენ ანტისაოკუპაციო მიტინგის მონაწილეებს სასტიკად, დასახიჩრებამდე გაუსწორდი იმიტომ რომ ამით ერთგვარი ხარკი გადაგეხადა პუტინისთვის - პარლამენტიდან გავრილოვის გაგდების გამო. 

10. შენ სისხლის სამართლის დანაშაულთა მთელი ერთობლიობა ჩაიდინე - გაწირე საკუთარი ხალხი, ქვეყანა და პოლიცია.

გიორგი გახარია, უკვე ხუთი დღეა, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების, ასაკის, სოციალური სტატუსის, რელიგიური მრწამსის მქონე ათი ათასობით მოქალაქე სამართლიანად ითხოვს შენს გადადგომას, თუმცა, როგორც ჩანს, რუსული მენტალობის გამო, ჩვენი ენა - ქართული არ გესმის. 

ამიტომ, იმ ენაზე გეტყვი, რომელსაც უკეთ გაიგებ: იდი ნა ხუი ჯალათო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები