1 8 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი - ასამდე პოლიციელი დაშავდა და სულ რაღაც 14 სამოქალაქო პირი, ისიც ჭყლეტაში

„ასამდე პოლიციელი დაშავდა და სულ რაღაც 14 სამოქალაქო პირი, ისიც ჭყლეტაში“- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი სესიაშვილი 20 ივნისის ღამის დარბევაზე საუბრისას.

მისი თქმით, ოპოზიცია რევოლუციური სცენარის განვითარებას ცდილობდა. პოლიციამ კი ძალა მანამდე არ გამოიყენა, ვიდრე ამის აუცილებლობა არ დადგა. სესიაშვილი ამბობს, რომ იყო ძალის გამოყენების იძულებითი აუცილებლობა.

„პოლიცია ორი საათის განმავლობაში სრული მოთმინებით ძალადობრივი რეაქციის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის ლეგიტიმური და კანონიერი უფლება ჰქონდათ, შეიძლება ვალდებულებაც, იცავდნენ ჩვენს მოქალაქეებს. ორი საათის განმავლობაში ასამდე პოლიციელი დაშავდა და სულ რაღაც 14 სამოქალაქო პირი, ისიც ჭყლეტაში, ის, რაც შემდგომ დამატებითი ძალის აუცილებლობა დადგა, იყო იძულებითი აუცილებლობა, როდესაც ჩვენი პოლიციელები ორი საათის განმავლობაში მოთმინებით იდგნენ,“-განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლების პოზიცია იყო რომ ქვეყანაში ძალადობა არ დაეშვათ. სესიაშვილი ამბობს, რომ სამწუხაროდ, იყო შემთხვევები, სადაც პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტებას.

„ამაზე დადგება პასუხისმგებლობა, ვთქვით, 10 პოლიციელს აქვს უფლებამოსილება შეჩერებული, 2 პოლიციელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული. მთავარია, რომ ჩვენს საზოგადოებას ადეკვატური პასუხი უნდა გავცეთ. ჩვენი საზოგადოება შავი უნდა დავიცვათ შავი ჭირისგან, ამ პოლიტიკური ჭირისგან და ადეკვატურები უნდა ვიყოთ, საზოგადოების მოთხოვნებზე,“ - განაცხადა სესიაშვილმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები