1 0 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მელია სარგებლობს დიპლომატიური პასპორტით - პროკურორი მელიას პატიმრობის მოთხოვნის ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად მელიას პასპორტს ასახელებს

ნიკა მელიას პატიმრობის მოთხოვნის ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად მისი დიპლომატიური პასპორტი სახელდება - როგორც პარლამენტში მყოფი პროკურორი ამირან გულუაშვილი აცხადებს, მელიას დიპლომატიური პასპორტი საშულებას აძლევს მარტივად გადაკვეთოს საქართველოს საზღვარი.

გარდა ამისა, გულუაშვილი ამბობს, რომ მელიამ შესაძლოა ჩაიდინოს მორიგი დანაშაული ან შევიდეს მოწმეებთან გარიგებაში, რათა არ მისცენ მის საწინააღმდეგო ჩვენება.

„შეკრებილია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისია  დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ სწორედ ნიკანორ მელიამ ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება.

"ნიკანორ მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა, რაც სასჯელის სახით უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხანგრძლივი ვადით.

"შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, მელიას საზღვარი გადაკვეთილი აქვს 24-ჯერ, სარგებლობს დიპლომატიური პასპორტით და მისი გამოყენებით, 6-ჯერ აქვს გადაკვეთილი საზღვარი,“-აცხადებს ამირან გულუაშვილი.

მისივე თქმით, ნიკა მელიას უკვე აქვს შეფარდებული გირაო, თუმცა მან ისევ ჩაიდინა დანაშაული, რაც გულუაშვილის თქმით, იმის დასტურია, რომ მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ ის ისევ ჩაიდენს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები