0 6 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კახა კალაძე - თუ ვინმეს ბინა აქვს რუსეთში, ეს დანაშაულია?!

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების დასმულ კითხვას უპასუხა, რომლის მიხედვით, "აი ფაქტმა" მოამზადა გამოძიება, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების" თბილისის საკრებულოს დეპუტატები რუსულ ფინანსებზე არიან დამოკიდებულები და ანაბრები აქვთ ისეთ რუსულ ბანკებში, რომლებიც "ოკუპაციის შესახებ კანონს" არღვევენ.

„პირადად ჩემთან მიმართებაში იყო ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც ისინი ცრუ ინფორმაციებს ავრცელებდნენ და ამის თაობაზე მე არაერთხელ მომიწია განმარტებების გაკეთება. მაქვს საფუძველი იმისა, რომ მათ არ ვენდო და მეორე, თუ ვიღაცას ბინა აქვს რუსეთში, ეს დანაშაულია?! მე, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ და საერთოდ, რა გვიკვირს, როდესაც ისეთი მსხვილი რუსული კომპანიები, მაგალითად, ენერგეტიკაში დღეს საქართველოში არიან, სხვადასხვა მიმართულებით აწარმოებენ თავიანთ საქმიანობას. ხომ, ვიცით, ეს როდის და რომელ წლებში განხორციელდა?! ასე, რომ თუ ვიღაცას, ბინა აქვს რუსეთში, ნამდვილად არმგონია ეს რაიმე პრობლემას წარმოადგენდეს",- განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები