1 5 : 0 9
 | 

პოლიტიკა

,,სახეზეა ჩვენი საზოგადოების გახლეჩვისა და დაპირისპირების მიზანმიმართული პროცესი" - მამუკა ხაზარაძე ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს

მამუკა ხაზარაძე თანამოაზრეებთან ერთად, საზოგადოებრივი მოძრაობას აფუძნებს. ამის შესახებ ხაზარაძე მიმართვაში საუბრობს, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ხაზარაძე წერს, რომ ქვეყანაში არსებული პროცესები საგანგაშო ფორმებს იღებს, რაც საზოგადოების დაპირისპირებისკენაა მიმართული.

"ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები საგანგაშო ფორმებს იღებს. სახეზეა ჩვენი საზოგადოების გახლეჩვისა და დაპირისპირების მიზანმიმართული პროცესი. 
20 ივნისის ღამე იყო ის წყალგამყოფი, როდესაც ჩვენმა ღირსეულმა და თავისუფალმა ახალგაზრდობამ გულწრფელი და მტკიცე პროტესტი გამოხატა ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ. ეს პროტესტი არის უწყვეტი, ისტორიული პროცესისა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაგრძელება.


თუ ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ, თუ მისთვის გული გიძგერს, არ შეიძლება ამ ყველაფერს გვერდიდან და გულგრილად უყურო, არ შეიძლება შენი დრო, ენერგია, საქმე, ყველაზე მთავარს არ მოახმარო - სამშობლოს კეთილდღეობასა და მის თავისუფლებას. ამ ყველაზე დიდ ცნებას, რომლის გარეშეც ადამიანის არსებობას ფასი არ აქვს.


სწორედ დღეს არის საჭირო ჯანმრთელი, პროგრესული და პროდასავლური საზოგადოების კონსოლიდაცია და გაერთიანება, რადგან ცხადია, რომ არსებული ვითარების დეესკალაცია და სამოქალაქო მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიების ძალისხმევით პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. აუცილებელია მიმდინარე პროცესებში საზოგადოების აქტიური ჩართვა და ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნევ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას, სადაც გაერთიანდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ისინი, ვისაც გააერთიანებს საქართველოში თანამედროვე დასავლური ყაიდის სახელმწიფოს მშენებლობის იდეა, რომელსაც ექნება ყველაზე კონკურენტული და ძლიერი ეკონომიკა რეგიონში და სადაც იზეიმებს კანონის უზენაესობა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს ერთმანეთისადმი სხვადასხვა იარლიყების უსაფუძვლოდ მიწებება და ყველანი სამოქალაქო მშვიდობის იდეის გარშემო უნდა გავერთიანდეთ. 


ზემოთქმულიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, ჩემს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად სექტემბერში დავაფუძნო საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის მთავარი მიზანი ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნება იქნება.

გაუმარჯოს ერთიან და თავისუფალ საქართველოს!

ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი,"-ნათქვამია ხაზარაძის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:41

    აშშ-ის საელჩოს განცხადება ,,რუსთავი 2"-ის საქმეზე...

    საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სტრასბურგის სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საელჩოს გ...

  • 18:11

    ,,ივანიშვილმა "რუსთავი2" დავით გარეჯში გაცვალა"...

    მივედით იქამდე, როდესაც ქვეყანა ირჩევს, დარჩება პოსტმოსკოვურ სივრცეში უზბეკეთისა და თურქმენეთის მსგავსად, თუ გახდება დემოკრატიული სამყაროს თავისუფალი წევრი - აცხადებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალ...

  • 17:08

    გარწმუნებთ, ივანიშვილს რ2-თან დაკავშირებით ძალიან ...

    გარწმუნებთ, ივანიშვილს რ2-თან დაკავშირებით ძალიან უსიამოვნო სიურპრიზები ელოდება - ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა გუბაზ სანიკიძემ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამ...

  • 17:05

    ,,შეიქმნება ახალი, მძლავრი არხი, რომელიც არათუ ძი...

     „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, „რუსთავი 2“-ს გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება: პოლიტიკურ ინტრიგებში გამობრძმედილი მტე...

  • 14:13

    რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეტა...

    საქართველოსთვის ღვინოზე სანქციების დაწესების თემა დღეს დახურულია, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა.„რუსეთში, რომელსაც მრავალი წელია თვითონაც სანქციები აქვს დაწ...

  • 12:59

    მამუკა ბახტაძე - „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკ...

    „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების საკითხი არ დგას და მსგავს საუბრებს არანაირი საფუძველი არ აქვს; ამის გარანტია ის, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა ძალიან დიდ...

  • 12:06

    ირაკლი ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ - თავდ...

    ირაკლი ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ- თბილისის საქალო სასამართლოში “რუსთავი 2”-ის ახალი მფლობელის წინააღმდეგ თავდაცვის ყოფილი მინისტრის სახელით სარჩელი შევიდა. ირაკლი ოქრუაშვილი ამტკიცებს,...