0 9 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,ეკონომიკური სანქციების გარდა საჭიროა სისხლის სამართლის ზომების მიღებას"- რუსი დეპუტატები ქართველი ჟურნალისტის და დეპუტატების რუსეთში გასამართლებას ითხოვენ

რუსეთის დუმის დეპუტატები, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის ჟურნალისტის, გადაცემა პ.სს-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას საავტორო მონოლოგს დანაშაულს უწოდებენ და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვენ. 

ოლეგ ნილოვის თქმით, საქმე უნდა აღიძრას ქართველი ჟურნალისტის, ასევე იმ დეპუტატების მიმართ, რომლებიც პარლამენტში ამბობდნენ, რომ რუსეთის მოქალაქეებს ხოცავდნენ.

ნილოვი ამბობს, რომ რუსეთს უნდა გადაეცეს ყველა ეს ადამიანი და ასევე ქართული დიასპორის დახმარებით აიღონ და "იყიდონ" "რუსთავი2" და მას "ბაგრატიონ1" დაარქვან. 

"ძალიან ბევრმა ბავშვმა და ქალმა ნახა საქართველოს მთავარი ტელეარხიდან ეს დანაშაული. ამიტომ, ეკონომიკური სანქციების გარდა საჭიროა სისხლის სამართლის ზომების მიღებას.  ეს ზომა გულისხმობს საქმეების აღძვრას, რაც არ მიგვიღია ამ ყველაფრის დამკვეთი სააკაშვილის მიმართ. მის გადაცემას მოითხოვს საქართველო, მაგრამ ევროპელები და უკრაინელები უარს ეუბნებიან.

ჩვენ გვაქვს საქმე აღძრული გენპროკურატურაში, უნდა იყოს, ისევე როგორც იმ ნეოფაშისტების მიმართ, რომლებმაც პარლამენტში აღიარა, რომ ხოცავდა და კლავდა, ხოცავდა რუსეთის მოქალაქეებს. ეს ხალხი აქ უნდა ჩამოვიყვანოთ რატომ არ უნდა გავცეთ საჭირო პასუხი.

ტელეარხი „რუსთავი2“  იქნებ შეიძლება ქართველი დიასპორის დახმარებით ავიღოთ და შევისყიდოთ თავის ნაძირლებიანად და დავარქვათ „ბაგრატიონ1“- ამბობს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრი ოლეგ ნილოვი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები