2 1 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ვიზიტი გერმანიაში - პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმოამდგენელმა ქართველ სტუდენტებს უწიგნურები და გაუნათლებლები უწოდა

გერმანიაში, საქართველოს პრეზიდენტისა და ქართველის სტუდენტების შეხვედრა, ინციდენტით დასრულდა. სალომე ზურაბიშვილი სასტუმრო სოფიტელში, იმ ქართველ ემიგრანტებს შეხვდა, რომლებიც გერმანიაში სამეცნიერო საქმიანობას ეწევიან ან სწავლობენ. 

ვითარება შეხვედრაზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც საქართველოს პრეზიდენტს კრიტიკული კითხვები 20 ივნისის სისხლიან დარბევაზე დაუსვეს. პრეზიდენტი წყობიდან ისე გამოვიდა, რომ შეხვედრის მონაწილეებს არცკი დამშვიდობებია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა კი სტუდენტებს უწიგნურები და გაუნათლებლები უწოდა. 

"პრეზიდენტი წყობიდან ისე გამოვიდა, რომ არც კი დაგვემშვიდობა. შოკირებულები ვიყავით,"-განუცხადა "კურიერს" გიორგი ხიმშიაშვილმა, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა. 


http://rustavi2.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები