1 0 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"კახა კალაძეც გამოვა და იტყვის, ოქრუაშვილი მოკვლას მიპირებდა, ან „მარსიანელები“ ჩამოიყვანესო"

"კახა კალაძეც გამოვა და იტყვის, ოქრუაშვილი მოკვლას მიპირებდა, ან „მარსიანელები“ ჩამოიყვანესო" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„კახა კალაძეც გამოვა და იტყვის, ოქრუაშვილი მოკვლას მიპირებდა, ან „მარსიანელები“ ჩამოიყვანესო. ამ საკითხებს სერიოზულ პასუხს ვერ გავცემ. ეს ყველაფერი ირაკლი ოქრუაშვილს სჭირდება ან იმისთვის, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე უნდა თავის დამკვიდრება და კითხვებისგან თავის არიდება, ან რაღაც დიდი ვალი გააჩნია „ნაციონალური მოძრაობის“, რომელმაც დაიჭირა, უცნაურ ვითარებაში გაათავისუფლა და საზღვარგარეთ გაამგზავრა. რეალურად, საქმე რასთან გვაქვს, ვერ გეტყვით. ბევრი განცხადება გააკეთა როგორც თვითაღიარების, ასევე თვითლუსტრაციის. ოქრუაშვილი საუბრობს, რომ „რეკეტის“ სისტემა ჰქონდა აწყობილი და სახელმწიფო მოხელეს შეეძლო, ეყიდა „რუსთავი 2“ ან სხვა ტელევიზია და ათეულობით მილიონ დოლარს ატრიალებდა. ამასაც დამტკიცება სჭირდება, რაც არ უნდა, თვითლუსტრაცია იყოს. პროკურატურის ნაცვლად, ამ თემაზე ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები