0 2 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ოპოზიციის უპასუხისმგებლო ნაწილი ცდილობს კითხვის ნიშნები გააჩინოს, ეს იაფფასიანი სპეკულაციაა"- ბახტაძე ოქრუაშვილის დაკავებას გამოეხმაურა

ოპოზიციის უპასუხისმგებლო ნაწილი ცდილობს კითხვის ნიშნები გააჩინოს, ეს იაფფასიანი სპეკულაციაა - ბახტაძე ოქრუაშვილის დაკავებას გამოეხმაურა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

"სამწუხაროდ, ოპოზიციის უპასუხისმგებლო ნაწილი მუდმივად ცდილობს გააჩინოს კითხვის ნიშნები. არსებობს ისეთი საკითხები, რომელიც თითოეული მოქალაქისთვის არის ძალიან ნათელი. ელემენტარულად კადრებში ჩანს ეს ყველაფერი. ეს არის იაფფასიანი სპეკულაცია. მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი, აქედან გამომდინარე, შინაარსობრივი შეფასებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ფაქტი არის შემდეგი, რომ საქართველოში არსებობს სამართლიანი და ობიექტური მართლმსაჯულება.

საქართველოში არიან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც ყველა პროცესისგან ცდილობენ, დაიწერონ პოლიტიკური ქულები, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ გვყავს ძლიერი საზოგადოება, რომელიც აფასებს ყველაფერს, ასე მოხდება ამ შემთხვევაშიც.

კანონის წინაშე ყველა ვართ თანაბარი. ეს არის პრინციპი, რომელსაც ეფუძნება დემოკრატიული საზოგადოება და ამ პრინციპიდან გადახვევა არ შეიძლება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები