1 1 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

დაუშვებლად ვთვლით, “რუსთავი 2”-ის, როგორც თავისუფალი სიტყვის ფლაგმანის გაჩუმებას - დვალი

დაუშვებლად ვთვლით, “რუსთავი 2”-ის, როგორც თავისუფალი სიტყვის ფლაგმანის გაჩუმებას - ამის შესახებ “რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

“ჩვენ ქვეყნისთვის გვინდა დასავლური ფასეულობები. სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. სამაგიეროდ, ვხედავთ იმას, რომ პირიქით, ბრძოლა ხდება თავისუფალ სიტყვასთან, დასავლურ ფასეულობებთან, ჩვენ ეს ძალიან გვაშფოთებს. როდესაც ტელევიზიას ვაარსებდით, ძალიან მკაფიო ფასეულობები გვქონდა მაშინაც და დღესაც. ჩვენი ქვეყნისთვის დასავლური, ცივილური მომავალი გვინდა. დაუშვებლად ვთვლით, “რუსთავი 2”-ის, როგორც თავისუფალი სიტყვის ფლაგმანის გაჩუმებას,- განაცხადა დავით დვალმა შეხვედრაზე.

მისივე შეფასებით, “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო კურსის შეცვლა, ქვეყნისთვის ძალიან დიდი დარტყმა იქნება.

“არ ვგულისხმობ იმ პარტიულ ფონს, რომელიც ახლავს, მე თვითონ ჟურნალისტებისგანაცვიცი, რომ ბევრისთვის პარტიული მიმართულება მომაბეზრებელია, საუბარი მაქვს იმ ფასეულობებზე, რასაც “რუსთავი 2” აკეთებს. უკიდურესად კრიტიკული ტელევიზიაა, რომელიც ახლა ჰაერივით სჭირდება ქვეყანას. უკიდურესად მნიშვნელოვანია, ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა შენარჩუნდეს“,- განაცხადა დავით დვალმა.

“რუსთავი 2”-ის დამფუძნებლები: დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატთა ჯგუფის ინიციატივით ღია შეხვედრას მართავენ, რომელსაც საპარლამენტო ოპოზიციური და არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები