0 9 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ირაკლი ოქრუაშვილი, ჩემთვის როგორც პოლიტიკოსისთვის, საინტერესო არ არის - კახა კალაძე

"ირაკლი ოქრუაშვილი, ჩემთვის როგორც პოლიტიკოსისთვის, ნამდვილად არ არის საინტერესო“ - კახა კალაძისთვის თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქმე და მისი პერსონა უინტერესოა.

თბილისის მერი არ მიიჩნევს, რომ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი პოლიტიკური პატიმარია. მისი თქმით, ყველამ, ვინც დამნაშავეა, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს.

„შესაბამისი უწყებები მოქმედებენ ისე, რომ ყველამ გასცეს ჩადენილ დანაშულს პასუხი. ირაკლი ოქრუაშვილი, ჩემთვის როგორც პოლიტიკოსისთვის, ნამდვილად არ არის საინტერესო. არის კითხვები, ის გასცემს იმ კითხვებზე პასუხს, მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები