2 2 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"სამწუხაროდ, ისე აღმოჩნდა, რომ ჩვენ ვართ ერთი ადამიანის, ქიბარ ხალვაშის კეთილ ნებაზე დამოკიდებული" - დვალი

სამწუხაროდ, ისე აღმოჩნდა, რომ ჩვენ ვართ ერთი ადამიანის, ქიბარ ხალვაშის კეთილ ნებაზე დამოკიდებული, – განუცხადა ჟურნალისტებს „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელმა დავით დვალმა მისი და ჯარჯი აქიმიძის ტელეკომპანიის 100%-იანი წილის მფლობელთან, ქიბარ ხალვაშთან შეხვედრის შემდეგ. მისი შეფასებით, საინტერესო საუბარი იყო და აღნიშნა, რომ ხალვაში მათთან არაფრისთ არ არის ვალდებული.

„სახელმწიფო ყველაფერი ქნა, რომ ჩვენ არანაირი სამართლებრივი ბერკეტი არ გვაქვს, ეს არის კეთილი ნება. ხალვაშს სრული უფლება აქვს, დაასახელოს ნებისმიერი ციფრი ან საერთოდ არაფერი დაასახელოს.

კმაყოფილება არ გვეხატა მაინცდამაინც, მეორე ის, რომ ჩვენ რაც გავაჟღრეთ წითელ ხაზებზე ისიც ფაქტორი იქნება. ძალიან საინტერესო საუბარი იყო. ყველაფერი დაიყვანება იმაზე კონტროლი ვისია, ჩვენი პასუხიც ამ ანალიზიდან გამომდინარე იქნება დაფუძნებული მკაფიო პასუხს ახლა არ ვიძახით.

ჩვენ გავცვალეთ იდეები სარედაქციო პოლიტიკაზე და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ „რუსთავი 2“ იყო უკიდურესად კრიტიკული ტელევიზია. ქიბარი არაფრით არ არის ვალდებული ჩვენთან. ქიბარი ამას უდგება როგორც მეწარმე და ღელავს „რუსთავი 2“-ის ფინანსურ მდგომარეობაზე. ეს იყო ჩვენი პოზიციის დაფიქსირება.

მადლობა მას და მისი კეთილი ნებაა, 5%-ს დათმობს თუ 70%-ს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ აუცილებლად თანხმობას განვაცხადებთ და საბოლოო პასუხი ჩვენი კი ან არა უახლოეს დღეებში იქნება. დღეს სამართლებრივად ქიბარ ხალვაში 100%-ის მფლობელია. ქიბარ ხალვაში არის კერძო პირი და „რუსთავი 2“-ის 100%-ის მფლობელი“, – განუცხადა დავით დვალმა ჟურნალისტებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები