1 7 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"თუ ლარი გაუფასურდა, მოსახლეობისთვის ის ყველა პროდუქტი, გაძვირდება და მოსახლეობა უფრო გაღარიბდება"

თუ ლარი გაუფასურდა, მოსახლეობისთვის ის ყველა პროდუქტი, გაძვირდება და მოსახლეობა უფრო გაღარიბდება - ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლარის კიდევ უფრო დრამატული გაუფასურების მოლოდინშია. 

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს და ახსენებს, რომ ისინი ვალდებულნი არიან, მოსახლეობას დღევანდელ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ესაუბრონ.

„ლარის გაუფასურების ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი არის ჩვენს ეკონომიაში ვალუტის შემოდინების ნაკლებობა. კერძოდ იმიტომ, რომ შეწყდა ტურისტული ნაკადი, პრაქტიკულად, რუსეთიდან. ის უცხოელი ინვესტორები, ვინც აკეთებდნენ ინვესტიციას, ისინიც ფიქრობენ, გააგრძელონ თუ არა. მოვლენები, რომლებიც დღეს ვითარდება ჩემთვის მიუთითებს იმაზე, რომ ლარის გაუფასურებაზე შეიძლება დამატებითი წნეხი იყოს უახლოეს მომავალში. ყველაფერი არის იმპორტირებული. ეს ყველაფერი არის გაფასებული დოლარში და თუ ლარი გაუფასურდა, მოსახლეობისთვის ის ყველა პროდუქტი, რაც ჩამოვთვალე, გაძვირდება. მოსახლეობა უფრო გაღარიბდება. პრობლემა დღევანდელი მთავრობის ის არის, რომ ეშინიათ ასეთი რაღაცების თქმა. ისინი ვალდებულები არიან, რომ აუხსნან საზოგადოებას, როგორია რეალური სიტუაცია,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები