0 9 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"გვარამიას შეუძლია, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე, საგამოძიებო ორგანოში მშვიდად მივიდეს"

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, თამარ ჩუგოშვილი "რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გამოკითხვაზე დაბარებას ეხმაურება და ამბობს, რომ "გვარამიას შეუძლია, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე, საგამოძიებო ორგანოში მშვიდად მივიდეს".

"როცა პირი გამოკითხვაზეა დაბარებული, ვალდებულია, გამოძიების კითხვებს უპასუხოს.თუ მას პასუხები აქვს, პასუხები საგამოძიებო ორგანოს წარუდგინოს და მათი რეაგირება შესაბამისი იქნება. მედიის საშუალებით მსმენია, რომ ტელევიზიას გარკვეული ფინანსური დარღვევები თუ პრობლემები აქვს, მაგრამ ამის თაობაზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ინფორმაცია არ მაქვს. განმარტება საგამოძიებო ორგანოებმა უნდა გააკეთონ. არ ვიცი, ტელევიზიაში რა ფინანსურ დარღვევებზეა საუბარი," - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები