1 2 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ნიკა გვარამია - რას ყიდი წარმოდგენილი გაქვს?! პაატა სალია აგეხევა სახე, ვერაფერს ვერ გააკეთებ ამ ქვეყანაში, როგორც კი ქოცები წავლენ

პაატა სალია, შენ პირადად დახურე რუსთავ 2, ამიტომ აგეხევა სახე, პირადად ჩემგან და ქართული საზოგადოებიდანაც, ვერაფერს ვერ გააკეთებ ამ ქვეყანაში, როგორც კი ქოცები წავლენ..  შე არარაობავ, რა დახურე და რას ყიდი კორპუსებად წარმოდგენილი გაქვს?!  - ამ განცხადებით, "რუსთავი2"-ის ყოფილმა დირექტორმა, მოქმედ დირექტორს მიმართ.

„შენ პირადად, პაატა სალია, შენი სახელით და გვარით, დახურე ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და ამიტომ აგეხევა სახე, აუცილებლად, გპირდები, ჩემგანაც პირადად და ქართული საზოგადოებისგანაც, ვერაფერს ვერ გააკეთებ ამ ქვეყანაში, როგორც კი ქოცები წავლენ, ვერაფერს, პირობას გაძლევ, ქუჩაში ვერ გამოხვალ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამია პაატა სალიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, რომელმაც ყოფილი მენეჯმენტი კომპანიის საზიანო გადაწყვეტილებების მიღებაში დაადანაშაულა და მათ შორის ერთ-ერთ მაგალითად, სამაუწყებლო კომპანიის კუთვნილი არქივის გაყიდვა დაასახელა. 

„არქივის გაყიდვას რაც შეეხება, არქივი არ გაყიდულა ერთხელ, გაყიდულა რამდენიმეჯერ და ამაში ჩვენ ვიღებდით ფულს, არარაობავ, ისწავლე, რას ნიშნავს კომერციული საქმიანობა და სად იმყოფები, არ ხარ შენ იურიდიული ბიუროს უფროსი, ხარ შენ ამ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ტელევიზიის დირექტორი“, - განაცხადა გვარამიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები