0 2 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

თავდაცვის სამინისტრომ სარესტორნო ხარჯისთვის 300 ათასი ლარი გამოყო

თავდაცვის სამინისტრომ სარესტორნო ხარჯისთვის 300 ათასი ლარი გამოყო. ოპოზიცია იზორიას უწყების მიერ აგვისტოში გაფორმებულ 3 ხელშეკრულებას ასაჯაროებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ დასახელებული თანხა სამინისტრომ 3 მომსახურების შეძენისთვის, ტენდერის გარეშე უნდა გადაიხადოს. ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ ეს ყველაფერი მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას უკავშირდება, რომელიც დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი, შესაბამისად სამინისტროს ჰქონდა შესაძლებლობა, ტენდერი გამოეცხადებინა და საბიუჯეტო თანხა ამ გზით დაეზოგა. ეს კი არ მომხდარა.

"მიზნობრიობა არ არის, თუ რაში უნდა გადავიხადო 300 ათასი ლარი. ყველა ხელშეკრულება, რომელიც დადებულია ამა თუ იმ კომპანიასთან, რაღაცით დაკავშირებულია "ქართულ ოცნებასთან," ხელისუფლებასთან, მაღალი თანამდებობის პირებთან, ანუ სარესტორნო ხარჯებს ჩვენ გვახდევინებენ - ჩვენ უნდა ვაჭამოთ, ჩვენ უნდა ვასვათ, ფულიც ჩვენ უნდა გავაკეთებინოთ, მათსავე აქტივისტებს და საბოლოო ჯამში ვღებულობთ იმას, რომ ამაზე ტენდერის გამოცხადებაც არ უნდათ,"-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები