1 8 : 0 2
 | 

პოლიტიკა

ეს 100% პუტინის დაკვეთაა, რომელსაც ივანიშვილი ასრულებს - მიხეილ სააკაშვილი კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტს “ახალ როკის გვირაბს“ უწოდებს და წერს:

ესაა ახალი როკის გვირაბი. 2008 წელს მე გავეცი გორიდან უკან დახევის ბრძანება მას შემდეგ რაც მივიღე ცნობა ლარსზე რუსული ჯავშანტექნიკის კონცენტრაციის.
რომ არ დაგვეხია, ეს დაჯგუფება ზუსტად ისე მოაქცევდა ალყაში და ჩახოცავდა ჩვენს ჯარს, როგორც რუსებმა გააკეთეს მოგვიანებით უკრაინულ ილოვაისკში 2014 წელს. ავტობანის აშენების შემთხვევაში რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისთვის. ეს 100% პუტინის დაკვეთაა, რომელსაც ივანიშვილი ასრულებს და ტურიზმის განვითარება აქ არაფერ შუაშია.


შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის  მამუკა ბახტაძის განცხადებით, რამდენიმე დღეში ხელი მოეწერება და წლის ბოლომდე დაიწყება ისტორიული პროექტი - კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები