1 6 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მამუკა ბახტაძეს უშვებენ - გუნდში პრემიერის შემცვლელზე მსჯელობენ

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძის შემცვლელზე ქართულ ოცნებაში უკვე მსჯელობენ.

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე არ უარყოფს "კუირერის" ინფორმაციას, რომ შემოდგომაზე სამთავრობო ცვლილებები იგეგმება. 

სანდრო წყარო „ქართული ოცნებიდან“ კი "კურიერს" უყვება, რომ მამუკა ბახტაძის ბედი გადაწყვეტილია და მას უშვებენ. მომავალ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ქვეყანას ახალი პრემიერი ეყოლება. გუნდში ახლა ბახტაძის შემცვლელზე მსჯელობენ.

"კურიერის" ინფორმაციით, ჭიდილი ორ კლანს შორის მიდის, ღარიბაშვილის გუნდს პრემიერობის საკუთარი კანდიდატი ჰყავს, გახარიას კი ივანიშვილი ლობირებს.

„მე ფაქტობრივად რამდენჯერმე გავეცი ამ შეკითხვას პასუხი. სამწუხაროდ, ეს საკითხი პერიოდულად ისევ და ისევ იწევა, ეს გასაგებია. ქართულ პოლიტიკას ეს ახასიათებს,  მთავარი არის პროგრამა. პროგრამა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს არის ერთმნიშვნელოვნად, სწორი გზა იმისთვის, რომ დავძლიოთ საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. მე ვფიქრობ, რომ ამაზე უნდა იყოს ძირითადად საუბარი. ჩვენ ვართ გუნდი და ჩვენ გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია საზოგადოებასთან. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენ გუნდში, რომ ჩვენ 2020 წლის საარჩევნო პროგრამით, რომლითაც წარვდგებით ქართული საზოგადოების წინაშე,  ის პასუხობდეს ყველა იმ მტკივნეულ გამოწვევას, რომელიც არის ჩვენი საზოგადოების წინაშე“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები