1 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„როგორც მაღაზიის დირექტორებს, ისე ხსნიან და ნიშნავენ პრემიერ-მინისტრებს! ეს ქვეყანა აღარ არის!“

გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად წარდგენას მომღერალი ბუბა კიკაბიძე აფასებს. მისი თქმით, ისედაც ნათელი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი აღნიშნულ პოსტზე სწორედ შინაგან საქმეთა მინისტრს დაასახელებდა.

„თქვენ რა, ეჭვი გეპარებოდათ იმაში, რომ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრად დაინიშნებოდა? კარგით რა, საერთოდ რაზე ვსაუბრობთ! მთელმა ქვეყანამ იცოდა აქამდეც, რომ ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიას ენდობა! აქედანაც ჩანს საზოგადოების უპატივცემულობა, არაფრად ჩაგდება, დაშინება და ყველაფერი ერთად! გახარიასი არც არავის ეშინია, მაგრამ აქ რუსეთი, მგონია, გადამწყვეტი! რუსეთის კადრია გიორგი გახარია!

მე თუ მეკითხებით, როგორია ჩემი დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ, ისეთივე უარყოფითი, როგორც ყველასი! ვერასოდეს დავივიწყებ, რაც 21 ივნისს მოხდა! რაც გიორგი გახარიამ დაატრიალა, იმის შემდეგ ნორმალური კაცი, საშუალოდ ნორმალური მაინც თავის ნებით წავიდოდა თანამდებობიდან! ეს კიდევ დაწინაურდა და საერთოდ ქვეყნის პირველი პირი გახდა.

ახლა მალე კიდევ ვიღაცას დანიშნავენ, როგორც მაღაზიის დირექტორებს, ისე ხსნიან და ნიშნავენ პრემიერ-მინისტრებს! ეს ქვეყანა აღარ არის, კაცო და ეს ხელისუფლება ძალიან მალე დამთავრდება! ასე ვფიქრობთ ყველა, ჩვენც ხომ გვაქვს ცოტა აზროვნების უნარი, მთლად სულელები რომ ვგონივართ მაგათ, ეგრე არ არის! ხალხი ამდენს ვეღარ შეეგუება, ნათლად ჩანს, რომ ძალიან ღრმაა სახელისუფლებო კრიზისი”, – ამბობს კიკაბიძე „კვირისპალიტრასთან”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები