2 0 : 4 7
 | 

პოლიტიკა

გახარიას არაფერი არ აქვს სათქმელი თვალებდათხრილი ადამიანებისთვის და აქციის მონაწილეებისთვის

„ჩვენ აღარ ჩავთვალეთ საჭიროდ ამ სხდომის ჩატარება, რომელიც პრემიერ მინისტრობის კანდიდატურის მოსასმენად მიმდინარეობდა იმიტომ, რომ ერთი რამ არის ნათველი - ამ ხალხს არაფერი არ აქვს სათქმელი ქართველი ხალხისთვის; არაფერი არ აქვს სათქმელი თვალებდათხრილი ადამიანებისთვის და აქციის მონაწილეებისთვის. შესაბამისად, ჩვენ აღარ ჩავთვალეთ საჭიროდ, აქტუალური აღარ იყო ამ სხდომის ჩატარება. ბატონმა გახარიან 10 წლის წინანდელ ამბებზე დაიწყო საუბარი იმის ნაცვლად, რომ რაიმე ახალი ეთქვა ქართული საოგადოებისთვის, რომელიც პასუხს მოელის იმ დანაშაულზე, რომლის ავტორიც ის არის. გახარია არის სისხლის სამართლის დამნაშავე და მასთან ფრაქციას არანაირი კითხვები აღარ აქვს,"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები