0 8 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი იოსებ ჭელიძემ შეცვალა - ვინ არის ახალი შს მინისტრის მოადგილე ?

შს მინისტრის მოადგილედ სუსის გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი, იოსებ ჭელიძე დაინიშნა.

შს მინისტრის ახალი მოადგილის შესახებ ინფორმაციას შსს-ს ვებ გვერდზე აქვეყნებენ, სადაც ნათქვამია:  

იოსებ ჭელიძე დაიბადა 1969 წლის 24 ოქტომბერს.

1993 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი.

15.05.1995-01.01.2005 წლებში მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობო დაცვის სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებზე;

21.01.2005-05.02.2015 წლებში საქმიანობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე;

05.02.2015-11.05.2015 წლებში იყო შსს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის პირადი დაცვის სპეციალური სამმართველოს უფროსი;

11.05.2015-01.08.2015 წლებში იყო შსს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დეპარტამენტის დირექტორის უფროსის მოადგილე;

01.08.2015-10.09.2019 წლებში საქმიანობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსის (დეპარტამენტის დირექტორი) თანამდებობაზე;

2019 წლის 10 სექტემბრიდან დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ.

წოდება - პოლიციის პოლკოვნიკი

ენების ცოდნა: რუსული

ოჯახური მდგომარეობა - დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

აღსანიშნავია, რომ ნათია მეზვრიშვილი აღნიშნულ პოსტს 2017 წლის 29 ნოემბრიდან იკავებდა 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები