0 3 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,იუსტიციის სახლში ბურთები წარწერით ,, თეა გადადექი,, გავუშვით! არ შეიძლება მინისტრი თუ ვიცეპრემიერი იყოს ნომერ პირველი კანონდამრღვევი!"

“თეა გადადექი” - ბუშტები ამ წარწერით იუსტიციის სახლში, კლინიკა “ნიუ ლაიფ ჯორჯიას” დამფუძნებელმა, მარიამ კუკუნაშვილმა და თავისი კლინიკის პაციენტებმა   გაუშვა.

სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების 15 მშობელი, სხვადასხვა ქვეყნებიდან, იუსტიციის სახლში კვლავ შვილების დაბადების მოწმობების მიღებას ითხოვს.  უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბავშვები სამშობლოში ვერ მიჰყავთ, რადგან მათთვის ბავშვის დაბადების მოწმობის აღებას ვერ ახერხებენ.

მარიამ კუკუნაშვილის განცხადებით, თუ თავისი პაციენტები საბუთს დღესაც ვერ მიიღებენ, ის, მშობლებთან ერთად, ღამეს იუსტიციის სახლში გაათევს. 

მისივე თქმით, საქმეში ჩართულია სახალხო დამცველი ოფისი და ამასთანავე, მიმდინარეობს მუშაობა საქმის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შესატანად.



კომენტარები

მსგავსი სიახლეები