1 6 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

უმრავლესობის დეპუტატი ნინო წილოსანი იმ შეწყალების კომისიის დათხოვნას ითხოვს, რომელიც აღარ ფუნქციონირებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის აზრით, პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ უნდა დაითხოვოს შეწყალების კომისია, "რომლის დაუდევრობითაც", პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 18 წლის ბიჭისა და პოლიციელის მკვლელები შეიწყალა. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტთან არსებული შეწყალების კომისია სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემდეგ აღარ ფუნქციონირებს.

“პრეზიდენტის მიერ ახალგაზრდა ბიჭისა და პოლიციელის მკვლელების შეწყალება პირადად ჩემთვის გაუგებარი და შეურაცხმყოფელია. თუ მათი შეწყალებისას შეცდომა იქნა დაშვებული, დაუყოვნებლივ უნდა დაითხოვოს მთლიანად კომისია, რომლის, მსუბუქად რომ ვთქვათ, დაუდევრობითაც მოხდა ეს და აუცილებლად უნდა განხორციელდეს ცვლილება შეწყალების წესის კანონმდებლობაში”,- დაწერა წილოსანმა Facebook-ში.

ქართული ოცნების დეპუტატმა მოგვიანებით პოსტი ჩაასწორა და "მთლიანად კომისიის" ნაცვლად, "ის (კომისია) ადამიანები" დაწერა. 

მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდა, შეწყალების კომისია დაიშალა. 2019 წლის მარტში, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა თქვა, რომ შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში უნდა გადავიდეს. ზურაბიშვილმა გააკრიტიკა შეწყალების ის პრაქტიკა და "მასობრივი შეწყალებები", რომელიც, მისი თქმით, წინა პრეზიდენტების დროს არსებობდა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები