1 7 : 5 5
 | 

პოლიტიკა

"ისე შემოგვაპარეს 3 ლარი ერთ დოლარში, რომ ეროვნულ ბანკს და მთავრობას ხელიც კი არ გაუნძრევია"

 ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:


"ისე შემოგვაპარეს 3 ლარი ერთ დოლარში, რომ ეროვნულ ბანკს და მთავრობას ხელიც კი არ გაუნძრევია.

შარშანდელი აუთვისებელი თანხების წლევანდელ ბიუჯეტში გადმოტანამ გაზარდა ბიუჯეტის რეალური დეფიციტი( ქაღალდზე სხვა წერია), ამას დამატებული ხაზინის ნაშთებიდან ფულის ხარჯვა, ასევე კომერციული ბანკების ხაზინიდან დაკრედიტება, რომ არაფერი ვთქვათ ეროვნული ბანკის შეცდომებზე და უმოქმედებაზე და შედეგიც სახეზეა.

”ვალუტა არ შემოდის” სხვებზე გადაბრალების ხრიკია, რაშიც რუსეთიდან ტურისტების ნაწილობრივ შემცირებას გულისხმობენ. სინამდვილეში მიმდინარე ანგარიშის ბალანსი გაცილებით უკეთესია, ვიდრე შარშან. ვალუტაც შემოდის და იმპორტიც კლებულობს. ეს უკანასკნელი გამოწვეულია ისეთი მშენებლობების დამთავრებით, რომლებიც იმპორტულ საქონელს საჭიროებდნენ. ეს არის აღნიშნული სავალუტო ფონდის მისიის გუშინდელ განცხადებაშიც.

ლარს აუფასურებს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ქმედებები. ისევ ვიმეორებ, ”ექსპერტების” საყურადღებოდ, უცხოური ვალუტა წელს იმაზე მეტი შემოდის( მიუხედავად ინვესტიციების კლებისა), ვიდრე წინა წლებში.

ვინც არასწორ დიაგნოზს სვამს, ხელს უწყობს ხელისუფლების ცუდი ფულად-საკრედიტო და საფინანსო პოლიტიკის გამართლებას."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები