1 8 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

თელავში გარდაიცვალა მამაკაცი, რომელმაც მეუღლის მკვლელობის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა

თელავის საავადმყოფოში გარდაიცვალა რეზო კეკელიძე, რომელმაც მეუღლის მკვლელობის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა.

მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული თვითდაზიანებით თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული. მას დაზიანება სახის არეში ჰქონდა და ერთი კვირის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

შემთხვევა თელავში 23 სექტემბერს მოხდა. მამაკაცმა სანადირო თოფით მეუღლე, ნონა ლაზარიაშვილი მოკლა და შემდეგ თვითმკვლელობა სცადა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები