1 6 : 4 0
 | 

პოლიტიკა

სააკაშვილი: შოთა ჭიჭიაშვილი ოდესაში იყო და ინტენსიურად აგროვებდა ინფორმაციას ჩემი გარემოცვის წევრებზე

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პანკისის ხეობის ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი  შოთა ჭიჭიაშვილი ოდესაში  ინფორმაციას აგროვებდა თავისი გარემოცვის წევრებზე.

"კრიმინალ ჭიჭიაშვილს ჩემი პრეზიდენტობის დროს მიუსაჯეს 22 წელი, შემდეგ ივანიშვილის ბრძანებით გამოუშვეს და ჩემი ინფორმაციით სპეცდავალებით გამოუშვეს უკრაინაში.

ის უკრაინაში გუშინ პოლიციამ მოკლა შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის მერე.
ჩემი წყაროს ინფორმაციით ის ბოლო დროს ოდესაში იყო და ინტენსიურად აგროვებდა ინფორმაციას ჩემი გარემოცვის წევრებზე, რაზეც გაგვაფრთხილეს კიდევაც უკრაინელმა სამართალდამცავებმა,"-წერს სააკაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები