1 9 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"მე აქ მოსვლას ვუკავშირებ უშუალოდ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასვლას" - ლაფერაშვილი

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ლაფერაშვილი მის დაკითხვაზე დაბარებას ამჟამად მის საქმიანობას და ტელეკომპანია ფორმულას ეთერში გაშვებას უკავშირებს.

"ჩვენ ვნახეთ რამდენი საათი გაგრძელდა გუშინ ტელეკომპანია „ფორმულას“ დირექტორის ზუკა გუმბერიძის დაკითხვა და ვიცით ისიც, თუ როგორი არაფრის მომტანი იყო ეს ყველაფერი. 


სავარაუდოდ, პროკურატურამ დღეს გადაწყვიტა, რომ ანალოგიურად მოიქცეს ჩემთან დაკავშირებით. არ ვიცი, ქალბატონ ნიჟარაძეს რომელი თანხები აინტერესებს - არის ეს მისი ყოფილი მეუღლის მიერ ჩემთვის მოცემული პრემიები, თუ ნიკა გვარამიას მიერ მოცემული. 


არ ვიცი, რაშია საქმე თუმცა ფაქტია, რომ ეს ყველაფერი აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ეთერში გავიდა ტელეკომპანია „ფორმულა“. თუ მკითხავთ რას ვუკავშირებ აქ მოსვლას, მე აქ მოსვლას ვუკავშირებ უშუალოდ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასვლას“, - განაცხადა გიორგი ლაფერაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები