1 1 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

შალვა თადუმაძე: დეპუტატმა ისე გადააქსეროქსა ნიშნის ფურცელი, რომ მას აკლია ბოლო ორი რიგი საგნების

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, შალვა თადუმაძე თავის დიპლომთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟის შესახებ საუბრობს. 

„ის, რომ შეურაცხყოფები მივიღე გასაგებია, თქვენ ნახეთ, რომ ერთ-ერთმა დეპუტატმა გადმომცა ნიშნის ფურცელი და მითხრა მეთქვა, რა ნიშანი მყავს საერთაშორისო სამართალში, შემდეგ აღნიშნა, რომ ეს ნიშანი ამ დოკუმენტში არ არსებობს, რადგან მე საერთაშორისო სამართალს არ ვსწავლობდი. მე ოჯახიდან გადმოვაგზავნინე დედანის ასლი და შესაბამისად, ამ დოკუმენტებში არის. დეპუტატმა ისე გადააქსეროქსა ნიშნის ფურცელი, რომ მას აკლია ბოლო ორი რიგი საგნების. როცა ვსაუბრობთ თაღლითობაზე, აღნიშნული დეპუტატის ქმედება არის აი ეს, რომ ამომრჩევლები, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. შეგნებულად დააქსეროქსა დოკუმენტი ისე, რომ საგნები არ ჩანდეს და შემდეგ კითხვა და ნარატივი შექმნას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომ თურმე შალვა თადუმაძე ერთი რომ სარდაფის ინსტიტუტში სწავლობდა და მერე ისეთ საგანს, როგორიც საერთაშორისო სამართალი იყო არ გადიოდა. ეს იმისთვის, თუ ვინ ითაღლითა ამ შემთხვევაში კონკრეტულად ამ პროცესში“,- განაცხადა შალვა თადუმაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები