1 4 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძემ "ლელოს" 12 ახალი წევრი წარადგინა და პოლიტიკური პარტიის შექმნა დააანონსა

მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ მედიასა და საზოგადოებას მოძრაობის  12 ახალი წევრი წარუდგინა. რომელთა შორის არიან ოქტაი ქაზუმოვი, ქეთევან ჟვანია-თაისონი. ანდრო ბიბილეიშვილი, ნიკოლოზ კიკვიძე, ეთერ გაიაშვილი, თემურ არაბიძე, ირაკლი აფაქიძე, ნინო მგალობლიშვილი, ნუკრი საჯაია, რამაზ ბლუაშვილი, ნინო ყამბეგაშვილი, ირაკლი ქადეიშვილი.

"ამ ქვეყნის გამარჯვება არის ერთიანი ძალით შესაძლებელი, ჩვენ გვჭირდება ჩვენი ემიგრანტების გამოცდილება, ის ცოდნა რომელიც მათ მიიღეს სხვა ქვეყანაში და სწორედ მათთან ერთად მოხდება, ამ ქვეყნის საკმაოდ სერიოზულ, წარმატებულ, გამარჯვებულ ქვეყნად გადაქცევა,"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მოძრაობის მორიგ 12 წევრს მამუკა ხაზარაძე მომავალ პარასკევს წარადგენს, აქამდე წარმოდგენილია 36 წევრი. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ამ საზოგადოების პარალელურად უნდა შექმნას თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ დაანონსა, რომ ეს დაახლოებით 2 კვირაში მოხდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები