0 5 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ილია ჯიშკარიანს სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 10 000 ლარი გირაო შეუფარდა.

ილია ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა „ნიუს ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გაიმართა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით წარსდგა, რაც მოსამართლემ გაითვალისწინა.

როგორც პროკურორმა პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, ბრალდებულს მოსამართლემ დაზარალებულთან მიახლოება და მოწმეებთან კომუნიკაცია აუკრძალა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები